გოლჯიოსომები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გოლჯიოსომები – – გოლჯის კომპლექსის ფრაგმენტები, რომ­ლებიც ორმაგი მემბრანების პაკეტებთან შეერთებული ბუშტუკისებრი ვაკუოლებია – (ე.წ.ორთოვეზიკულები მემბრანები). სინათლის მიკროს­კოპში გოლჯიოსომებს ოსმიოფილური გრანულების სახე აქვს. მცენა­რეულ უჯრედებში ისინი შეიძლება იყოს ცალკეული დამოუკიდებელი წარმონაქმნები, რომლებიც ფუნქციით გოლჯის უჯრედშიდა ბადისებრი აპარატის ანალოგიურია. ტერმინ „გოლჯიოსომას“ ამ შემთხვევაში ხშირად ხმარობენ „დიქტიოსომის“ სინონიმად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian