გონების დაბინდვა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გონების დაბინდვა – ფსიქოპათოლოგიური პროცესი, საგნობრივი შემეცნებისა და თვითშემეცნების დარღვევები, რომლისთვისაც დამახასიათებელია: 1. გარემოს აღქმის გაძნელება; 2. ორიენტაციის დაკარგვა დროში და სივრცეში; 3. ასოციაციური აზროვნების შეუძლებლობა; 4. მეხსიერებიდან გონების დაბინდვის პერიოდის სრული ან ნაწილობრივი ამოვარდნა. გონების დაკარგვის სტრუქტურისა და განცდების ხასიათის მიხედვით გამოყოფენ სხვადასხვა კლინიკურ ვარიანტებს. გაბრუების დროს გარეგანი გამაღიზიანებლები ცუდად აღიქმება. ავადმყოფები ცუდად გებულობენ სიტუაციას, ყოველთვის არ შეუძლიათ ელემენტარული დასკვნების გაკეთება, არიან უმოქმედონი, დამუხრუჭებულნი. შედარებით მძიმე ხარისხია სოპორი და კომა. დელირიუმი – გონების დაბინდვა მხედველობითი ჰალუჰინაციებით, შიშებით, მწვავე ბოდვებით, მოძრაობითი აგზნებადობით. დელირიუმი აღინიშნება ინფექციური ფსიქოზების, ინტოქსიკაციების, ალკოჰოლიზმის დროს. ონეიროიდული გონების დაბინდვის დროს წარმოიქმნება მხედველობითი ფანტასტიური განცდები, იცვლება წარმოდგენები საკუთარ პიროვნებაზე. როგორც წესი ონეიროიდული გონების დაბინდვა მიმდინარეობს კატატონური სტუპორით ან აგზნებით. ხშირია შიზოფრენიის, იშვიათად – ეპილეფსიისა და თავის ტვინის ორგანული დაავადებების დროს. ამენციისათვის დამახასიათებელია აზროვნების დაუკავშირებლობა, არათანამიმდევრული მეტყველება, ხასიათის ცვალებადობა. აღინიშნება მძიმე სომატური დაავადების, ენცეფალიტების, ინტოქსიკაციების დროს. გონების დაბინდვა წარმოიქმნება უეცრად, ხშირად თან ახავს ჰალუცინაციურ – ბოდვითი გაცდები ნაღველის, გაბოროტების, შიშის აფექტით. ქცევა შესაძლებელია იყოს გარეგნულად მოწესრიგებული და ადეკვატური. ხშირად გვხვდება ეპილეფსიის, ისტერიის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook