გრანულოციტები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გრანულოციტები – (granulocyti ლათ.granulum – მარცვალი და ბერძნ.cytos – უჯრედი) ლეიკოციტები, რომლებიც თავის ციტოპ­ლაზმაში შეიცავენ სპეციფიკურ მარცვლოვანებას. ამ მარცვლოვანების შეფერილობის მიხედვით არჩევენ ბაზოფილურ, ნეიტროფილურ და ეოზინოფილურ ლეიკოციტებს. მარცვლოვანი ლეიკოციტების, ანუ გრანულოციტებისაგან განსხვავებით, უმარცვლო ლეიკოციტებს, ანუ აგრანულოციტებს მარცვლოვანება არა აქვს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)გრანულოციტები – მარცვლოვანი ლეიკოციტები, სისხლის თეთრი უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა სპეციფიკურ მარცვლებს – გრანულებს შეიცავს; წარმოიქმნებიან ძვლის წითელ ტვინში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..