გუნთერის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გუნთერის დაავადება – ქრონიკული თანდაყოლილი (ფოტოსენსიტური) პორფირია, ერითროპოეზური პორფირია. ეკუთვნის გენეტიკურ დაავადებათა ჯგუფს, გენი გადაიცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. ხშირია მამრობით სქესში. ბავშვს დაბადებიდან რამდენიმე დღის ან თვის შემდეგ აღენიშნება წითელი ფერის შარდი. დამახასიათებელია ძლიერი მგრძნობელობა სინათლისადმი, ერითროციტების სიცოცხლის ხანგრძლივობა კი შემცირებულია. ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ პორფირინებს. შარდში მომატებულია ურობილინი. პათოლოგიურ – ანატომიურ გაკვეთის დროს ნახულობენ წითლად შეღებილ ხრტილებსა და ძვლებს. მკურნალობა პათოგენეზურია. კარგ შედეგს იძლევა სპლენექტომია. პროფილაქტიკა – სინათლის ზემოქმედებისაგან თავის დაცვა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook
Tweet about this on Twitter
Twitter
English English Georgian Georgian