დარიე – რუსის სარკოიდი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დარიე – რუსის სარკოიდი – (J. Darier, ფრანგი დერმატოლოგი, G. Roussy ფრანგი პათოლოგი და ნევროლოგი) კანის იშვიათი დაზიანება; ვლინდება კანქვეშ ღრმად განლაგებული უმტკივნეულო კვანძების სახით; დაავადების მიმდინარეობა ქრონიკული, იშვიათად ქვემწვავეა. კვანძების კონსისტენცია მკვრივი, ფორმა სფეროსებრია. კვანძები განლაგებულია იზოლირებულად, ზოგჯერ კი ერწყმის ერთმანეთს; დაწყლულება არ ახასიათებს; დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კიდურთა განმზიდველი ზედაპირი.დარიე – რუსის სარკოიდი – (J. Darier, ფრან. დერმატოლოგი; G. Roussy, ფრან. ექიმი) კანის უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ხასიათდება სხეულისა და ბარძაყების კანქვეშა უჯრედისში უმტკივნეული კვანძების გაჩენით.დარიეს სარკოიდი – ტუბერკულიდების ნაირსახეობა – კანქვეშა კვანძების სახით, რომლებიც განსხვავდება ინდურაციული ერითემისაგან ეფლორესცენიის დიდი რაოდენობით. დამახასიათებელი ლოკალიზებაა კიდურთა განმზიდველი ზედაპირი, სადაც ანთებადი რეაქციის ხარისხი ნაკლებია. დაწყლულება არ ახასიათებს. სარკოიდოზისაგან განსხვავებით ტუბერკულინური სინჯები დადებითია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook