დეჟერინის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეჟერინის დაავადება – ნევრალური კუნთოვანი ატროფიის დეგენერაციული მემკვიდრეობითი ფორმა. გადაცემა ავტოსომურ – დომინანტური წესით. ადგილი აქვს კუნთების სიმეტრიულ პროგრესირებად ატროფიას, ნერვული ბოჭკოების გასქელებას, რომელთა პალპირება ადვილად ხერხდება კანქვეშ. ტროფიკის და მგრძნობელობის დარღვევა, კანზე მრავლადაა ხალები, კანქვეშა ნეიროფიბროზი, გამოხატულია ანდროტროპიზმი. დადებითია რომბერგის ნიშანი (იხ.), შესაძლოა ატაქსია, ნისტაგმი, თვალის კუნთების დამბლა, ანიზოკორია. სინონიმები: დეჟერინ – სოტის სინდრომი ანუ დაავადება, კომბალტის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook