დე ლანგეს სინდრომი II

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დე ლანგეს სინდრომი II – (Cornelia de Lange, ჰოლ. პედიატრი) (სინ.: ბრუკ – დე ლანგეს სინდრომი) თანდაყოლილი კუნთოვანი ჰიპერტროფია და თავის ტვინის თანდაყოლილი დაზიანება. დამახასიათებელია თავის ტვინის განვითარების თანდაყოლილილ მანკები (თავის ტვინის ატროფია, ზოლიანი სხეულის პირველადი დეგენერაცია და სხვ.) ავადმყოფებს აღენიშნებათ თანდაყოლილი კუნთოვანი ჰიპერტროფია ფსევდოათლეტური გარეგნობით: თავი დიდი და დისპლაზიურია, ასევე დიდია ყურის ნიჟარები და ენა. კანი და კანქვეშა ცხიმოვანი ატროფიულია. აღინიშნება ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა და დებილიზმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook