დ, აკოსტას სინდრომი (მთის დაავადება)

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დ, აკოსტას სინდრომი (მთის დაავადება) – წარმოიქმნება სიმაღლეებზე სწრაფად ასვლის დროს. ვლინდება ქოშინით, ციანოზით, ეიფორიით, ან აპათიით, თავის ტკივილით, თავბრუსხვევთ, მოძრაობის კოორდინაციის მოშლით, ტკივილით კუნთებსა და სახსრებში, მხედველობისა და სმენის დარღევევებით, ჰალუციანაციებითა და კრუნჩხვებით; მძიმე შემთხვევებში – ფილტვებისა და თავის ტვინის შეშუპებით, კომის განვითარებამდე. დ, აკოსტას სინდრომი – გულ – სისხლძარღვთა და სუნთქვის სისტემების ფუნქციონალური დარღვევების კომპლექსი. ვლინდება ჰაერის უკმარისობით, ქოშინით, გულის არეში ტკივილითა და სიმძიმის შეგრძნებით, გულის ფრიალით. ამ მდგომარეობას საფუძვლად უდევს ფსიქოგენური ჰიპერვენტილაციური სინდრომი. თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში განიხილება ვეგეტატიური დისტონიიის ჩარჩოებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..