გენომების სეგმენტაცია

გენომების სეგმენტაცია – / სეგრეგაცია /  (segregatio geno­marum ლათ. segregare – გამოყოფა) დიდი პოლიპლოიდური ბირთვების მრავლობითი გადაზონრვა წვრილი ბუშტუკისებური ბირთვების – კარიომერების ჯგუფის წარმოქმნით. ამ წარმოქმნადი ბირთვებიდან თითოეული შეიცავს ერთ ან რამდენიმე მთლიანი ქრომოსომის ნაკრებს. გენომების სეგრეგაციას წინ უსწრებს ქრომოსომების ენდომიტოზური რედუპლიკაცია, რომელიც პოლიპლოიდიას იწვევს, რადგან გადაზონრვის დროს ხდება ქრომოსომების სრულფასოვანი ნაკრებების მქონე შვილეული ბირთვების მხოლოდ გამოყოფა – (სეგრეგაცია). ბირთვების გამოყოფის ასეთ წესს, ნამდვილი ამიტოზისაგან განსხვავებით, ფსევდოამიტოზიც ეწოდება. ტერმინი „გენომების სეგრეგაცია“ შემოიღო გრელემ – (1950). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.