გენომი

გენომი – (genoma ბერძნ.genos – დაბადება, წარმომქმნელი) ჰაპ­ლოი­დური ნაკრების ქრომოსომებში ლოკალიზებული გენების ერთობლიობა. ამჟამად ამ სახელწოდებაში არცთუ იშვიათად გული­სხმობენ უჯრედის – (ორგანიზმის) ბირთვულ – გენეტიკურ თვისებათა კომპლექსს. გავრცელებულია აზრი, რომ თითოეული ორგანიზმის ყველა უჯრედს ახასიათებს მსგავსი გენომი, ხოლო მათ შორის სხვაობა დაყვანილია გენების მხოლოდ არაერთდროულ და არასრულ ფუნქციო­ნირებამდე, რაც უკავშირდება გენური აპარატის სხვადასხვა კომპონენ­ტის აქტივაციისა და ინაქტივაციის პროცესებს. ტერმინი „გენომი“ შემოიღო – (1920) ვინკლერმა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გენომი – ქრომოსომული მემკვიდრეობითი ფაქტორების ერთობლიობა, რომელიც გადაეცემა მშობლიდან შვილზე; წარმოადგენს ადამიანში ქრომოსომთა ჰაპლოიდურ კომპლექტს.

გენომი (genome) – მოცემული სახეობის ორგანიზმის, ქრომოსომების ჰაპლოიდური ნაკრების ერთობლიობა. ორგანიზმი შეიძლება შეიცავდეს სხვადასხვა გენომებს (მრავალი პოლიპლოიდური მცენარეები, წარმოადგენენ ალლოპოლიპლოიდებს) თუ ისინი წარმოიქმნებიან ჰიბრიდიზაციის შედეგად. თუ ორგანიზმი არ წარმოადგენს ალლოპლოიდს, მაშინ ტერმინი „გენომი“ გამოიყენება ყველა გენების (დიპლოიდური და სხვა) ერთობლიობის აზრით. ზოგჯერ ტერმინი „გენომი“ შეცდომით გამოიყენება, როგორც „კარიოტიპის“ სინონიმი. ტერმინი „გენომი“  შემოთავაზებულია გ. ვინკლერის მიერ 1920 წელს. (3)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.