გენური ინჟინერია

გენური ინჟინერია – (რეკომბინანტური დნმ – ის მეთოდი) ლაბორატორიული მეთოდების საშუალებით ორგანიზმის ახალი, მათ შორის ბუნებაში არარსებული, მემკვიდრეობითი თვისებების მიღება; ასეთი მიკროორგანიზმების საშუალებით მიღებულია ბიოსინთეზური და ნახევრადსინთეზური ანტიბიოტიკები, ადამიანის ინსულინი და სხვ. (1)

გენური ინჟინერია (genetic engineering) – მოლეკულური გენეტიკის განყოფილება, რომელიც შეისწავლის, ხელოვნურად შექმნილი, გენეტიკური მასალის ახალ კომბინაციებს. გენური ინჟინერიის დასაწყისად ითვლება 1972 წელი, როცა პ.ბერგის ხელმძღვანელობით, პირველად იყო მიღებული რეკომბინანტული დნმ, რომელიც შეიცავდა ლამბდა-ფაგის, E.coli-ის და მაიმუნის SV40-ის  ფრაგმენტებს. (2)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.