გერჰარდტის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გერჰარდტის დაავადება – ერითრომელალგია, ლოკალური ვაზომოტორული ნევროზი. შეტევისებრი მწვავე, მწველი, ჩვეულებრივ ღამეული ტკივილი ქვედა კიდურებზე, რბილი ქსოვილის გაწითლება და შეშუპება, დაზიანებული უბანი უფრო თბილია, დაფარულია ოფლით. აღინიშნება ჰიპერესთეზია, თანდათან ჩნდება ცვლილებები კანზე – (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება), ფრჩხილების, თმებისა და ასევე ძვლისა. უპირატესად აღინიშნება ახალგაზრდა მამაკაცებში ნერვული სისტემის სხვადასხვა დაავადებისა და ჰიპერტონული სნეულების დროს. გამოიწვევა სისხლძარღვთა გაფართოებით. სინონიმები: მიტჩელის სინდრომი, ვეიერ – მიტჩელის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა