გლანცმან – შენჰოლცერის სინდრომი

გლანცმან – შენჰოლცერის სინდრომი – თანდაყოლილი აფიბრინოგენემია. მემკვიდრეობითი აფიბრინოგენემია. კონსტიტუციური აფიბრინოგენემია. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. მიდრეკილება სისხლდენისადმი აღინიშნება უკვე დაბადებისას და ვლინდება ჭიპიდან გახანგრძლივებული სისხლდენით. ნიშნები: სისხლის შედედების დროს შემცირება, ხანგრძლივი სისხლდენა მცირე ჭრილობაზე, ხშირი კანქვეშა სისხლჩაქცევა, ცხვირიდან სისხლდენა, კბილის ამოღების შემდეგ სისხლდენის გაძლიერება. სინონიმები: რაბე – სალომენოსის სინდრომი, რიზაკის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

….