გოგირდის საცობი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გოგირდის საცობი – ყურის გოგირდის ჭარბი დაგროვება სასმენ მილში მასში განლაგებული გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის შედეგად. ყურის გოგირდი ჩერდება წებვადობის, ასევე გარეთა სასმენი მილის დაკლაკნილობისა და სივიწროვის, მისი კედლების გაღიზიანების გამო. გოგირდის საცობი თავდაპირველად რბილია, შემდეგში მკვრივდება და ზოგჯერ ქვავდება. ის შეიძლება იყოს ღია ყვითელი ფერიდან მუქ მოყავისფრომდე. სიმპტომები, მიმდინარეობა. თუკი გოგირდის საცობი მთლიანად არ ხურავს სასმენი მილის სანათურს, იგი არ იწვევს არანაირ დარღვევებს. სანათურის სრული დახურვის დროს ვლინდება ყურის დაცობისა და სმენის დაქვეითების შეგრძნება, ავტოფონია. ეს დარღვევები ვითარდება უეცრად, ხშირად სასმენ მილში წყლის მოხვედრის ან ყურში ასანთის ღერით მანიპულაციის დროს. გოგირდის საცობმა შესაძლოა გამოიწვიოს ასევე სხვა დარღვევებიც, თუკი იგი ზეწოლას ახდეს სასმენი მილის კედელზე და დაფის აპკზე. დიაგნოზის დადგენა ხდება ოტოსკოპიით. ობტურირებადი საცობის დროს სმენის გამოკვლევით ვლინდება სმენის გამტარი აპარატის დაზიანება. მკურნალობა. საცობს იღებენ თბილი წყლიანი გამორეცხვით. ზოგჯერ საჭიროა საცობის წინასწარი დარბილება; ამისათვის ყურში აწვეთებენ გამთბარ (370C – მდე) ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარს (სოდის) 10 – 15 წუთით 2 – 3 დღის განმავლობაში. აუცილებელია ავადმყოფის გაფრთხილება, რომ საცობის გაფუების შემთხვევაში ხსნარის ზემოქმედებით სმენა დროებით შეიძლება გაუარესდეს. ყურს ამორეცხავენ ჟანეს შპრიცით. სითხის ნაკადს მიმართავენ სასმენი მილის უკანა კედლის გასწვრივ, ყურის ნიჟარის ზევით და უკან გადაწევით. გოგირდის საცობი – (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) წარმოიქმნება სასმენი ხვრელის გოგირდის ჯირკვლების მომატებული სეკრეციის დროს. სიმპტომები. სასმენი გზის საცობით დახშობის (უხშირესად თავის დაბანვის, ბანაობის დროს მისი შესიების) დროს მკვეთრად ქვეითდება სმენა. ოტოსკოპიით მოჩანს ყურის გოგირდი, რომელიც ავსებს სასმენ მილს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა