გოლჯის აპარატი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გოლჯის აპარატი – (complexus golgiensis ჰapparatus reticulatus internus / სინ.გოლჯის კომპლექსი, უჯრედშიდა ბადისებრი აპარატი, ორ­თოვეზიკულური ფორმაცია, გოლჯიოსომები, დიქტიოსომები) უჯრე­დის ორგანოიდი, რომელიც ციტოპლაზმის მუდმივი და მაღალდიფერენ­ცირებული ნაწილია. იგი შედგება 60 Ao – მდე სისქის ორმაგი მემბრა­ნების რამდენიმე პაკეტისაგან, რომელთა შორის სივრცეებია (ცისტერ­ნები), და დიდი რაოდენობით წვრილი და მსხვილი ბუშტუკისებრი ვა­კუოლებისაგან, რომლებიც კომპლექსის პერიფერიაზე არიან განლა­გებული. გოლჯის აპა­რატი უმთავრესად უჯრედის ბირთვის გარშემო მდებარეობს. იგი მონა­წილეობს სეკრეციულ პროცესებში, აყალიბებს პირველადი ლიზოსომების მიკროსხეულაკებს, რაც ნაჩვენებია დ.ნ.ნა­სონოვის, ბოუენისა და სხვათა შრომებში. პირველად ეს ორგანოიდი აღ­მოაჩინა 1898 წელს გოლჯიმ. თანამედროვე ლიტერატურაში ამ ორგა­ნოიდის აღსანიშნავად უფრო გავრცელებულია ტერმინი უჯრედშიგა ბადებრივი აპარატი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა