გუჟერო – ჰუვერ – სეგრენ – მიკულიჩის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გუჟერო – ჰუვერ – სეგრენ – მიკულიჩის სინდრომი – ქსეროდერმატოზი; გარეგანი სეკრეციის ჯირკვლების უკმარისობის სინდრომი. დამახასიათებელია მშრალი კერატოკონიუქტივიტი, პირისა და ცხვირის ღრუს სიმშრალე, სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერტროფია და ნერწყვის გამოყოფის უკმარისობა. კუჭის სეკრეციის უკმარისობა ან სრული დათრგუნვა, კუჭქვეშა ჯირკვლის გარეგანი სეკრეციის მოშლა. კანი მშრალია, იქერცლება, დეპიგმენტირებულია, შესაძლოა ეგზემის განვითარება. დამახასიათებელია ქრონიკული პოლიართრიტი, კბილების და ძვლების კალციფიცირების მოშლა, კბილების კარიესი და ოსტეოპოროზი, სისხლში დისპროტეინემია, ჰიპოქრომული ანემია, რკინის ნაკლებობა, ფიბრინოგენის კონცენტრაციის ზრდა, ვითარდება უმეტესად ქალებში კლიმაქსის ან მენოპაუზის პერიოდში, აგრეთვე ახალგაზრდა ასაკში, თუ ადგილი აქვს ოვარიულ უკმარისობას. სინონიმები: მიკულიჩ – სეგრენის სინდრომი, სეგრენის ანუ შეგრენის სინდრომი, მულოკ – ჰუვერ – გუჟერო – სეგრენის სინდრომი, მიკულიჩ – გუჟერო – სეგრენის დაავადება, პრედტეჩენსკი – გუჟერო – სეგრენის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა