დაკიდებული კიდური

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დაკიდებული კიდური – (ქირურგ.) აღინიშნება დუნე დამბლებისა და ცნს – ის ზოგიერთი დაავადებების (სირინგომიელია, ზურგის ტვინის ტაბესი) დროს, აგრეთვე სახსრის მოცულობითი რეზექციის შემთხვევაში, როდესაც სახსრის იოგოვანი აპარატი მკვეთრად შესუსტებულია, ხოლო სასახსრე კაფსულა ისე არის გაჭიმული, რომ სახსარი ზედმეტად მოძრავია და მისი გამოყენება გაძნელებულია. მკურნალობა. გამოიყენება სპეციალური ორთოპედიული აპარატები, რომლებიც აფიქსირებენ სახსარს. მძიმე შემთხვევებში მიმართავენ ართროდეზის ოპერაციას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა