დაჟეჟილობა (კონტუზია)

დაჟეჟილობა (კონტუზია) ქსოვილთა მექანიკური დაზიანება კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე. დარტყმის ძალისა და ტრავმის ლოკალიზაციის მიხედვით წარმოიქმნება სხვადასხვა სიმძიმის დაჟეჟილობები: დაწყებული მცირედან, რომელიც არ იწვევს ფუნქციის დარღვევას, და ფართო დაზიანებები, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის (მაგალითად, ტვინის, გულის, მუცლის დაჟეჟილობა შინაგანი ორგანოების დაზიანებით). სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, შეშუპება, სისხლჩაქცევა.

გართულებები: შინაგანი ორგანოების, ნერვების, სისხლძარღვების დაზიანებები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შინაგანი ორგანოების დახურული დაზიანებები. მკურნალობა. ფართო დაზიანებების დროს და შინაგანი ორგანოების დაზიანებაზე ეჭვის მიტანისას, საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. გაურთულებელი დაჟეჟილობების დროს პირველ დღეებში ინიშნება ცივი, სიმშვიდე, შემდეგ კი სითბო.

დაჟეჟილობა – (ქირურგ.) კანის მთლიანობის დარღვევის გარეშე, მაგარი საგნის დარტყმის ან მაგარ საგანზე დაცემის შედეგად განვითარდებული რბილი ქსოვილების დაზიანება. ამასთან ქვეშ მოყოლილი ქსოვილები – კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, კუნთები, წვრილი სისხლძარღვები – განიცდიან ზეწოლას და ზიანდებიან (ხდება მათი გაგლეჯა).

სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი დაჟეჟილობის მიდამოში, შემდგომ ჩნდება შესიება და სისხლჩაქცევა (დალურჯება). მოცულობითი და მნიშვნელოვანი დაზიანებების დროს შესაძლოა განვითარდეს სხეულის დაჟეჟილი ნაწილის ფუნქციის დარღვევა.

მკურნალობა. დაჟეჟილობიდან პირველი 1 – 2 დღის განმავლობაში ადებენ ყინულს ან ცივ საფენებს. ახდენენ ჰემატომის პუნქციას, სისხლის ასპირაციას და დამწოლი ნახვევის დადებას. შემდგომში ნაჩვენებია სითბო, მსუბუქი მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა.

გაფრთხილება!