დეიტეროპლაზმა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეიტეროპლაზმა – (deuteroplasma ბერძნ.deuteros – მეორე და იხ.პლაზმა სინ.პარაპლაზმა) უჯრედების ციტოპლაზმის ის ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია სხვადასხვა სახის ჩანართებით (ცხიმის წვეთები, ყვითრი, სეკრეციული გრანულები, პიგმენტური მარცვლები და ა.შ.) უფრო ხშირად ამ ტერმინს ხმარობენ ციტოპლაზმის ყვითრის ჩანართების აღსანიშნავად. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) დეიტეროპლაზმა – [deuteroplasma, LNE; დეიტერო – + (ციტო)პლაზმა; სინ.: დეიტოპლაზმა, ყვითრი, პარაპლაზმი] ტროფიკული ჩანართების არსებობა კვერცხურედის ციტოპლაზმაში, რომელიც აუცილებელია ჩანასახის განვითარებისათვის.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა