დენტო – პულმონური სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დენტო – პულმონური სინდრომი – დენტობრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტი კბილების გამოხატული ინფექციის დროს. კლინიკა: ხანგრძლივი ხველება, დილით შეტევის სახით, ქრონიკული ხანგრძლივი ინფექცია, პაროდონტოზი, ლიმფატიკურ – ექსუდატიური დიათეზი, ედს – ნორმალური ან მომატებული, შედარებითი ლიმფოციტოზი. რენტგენოლოგიურად – ფილტვის კარის სიმეტრიული გამკვრივება ფილტვების გაძლიერებული სურათით. ძირითადად ავადმყოფობენ სარძევე კბილებიანი ბავშვები. სინონიმი: ვენეკლაასის სინდრომი, დენტობრონქული სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა