დესმოსომები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დესმოსომები – (desmosomata ბერძნ.desmos – კავშირი და soma, somatos – სხეული) ციტოპლაზმური მემბრანის – პლაზმოლემის სპე­ციალიზებული სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ უჯრედების გადაბმას ერთმანეთთან. ისინი მკვრივი უბნების სახისაა, შეიცავენ ფოსფოლიპიდურ გრანულებს და მდებარეობენ მეზობელი უჯრედების პარალელურად შემხები ციტოპლაზმური მემბრანების ორივე მხარეს. desmosoma – macula adherens (ლათ.macula – ლაქა, ხალი და adherens – მიწებებული) – მეზობელ უჯრედთა პლაზმოლემის სპეციალიზებული უბნები, გაყოფილი ვიწრო ნაპრალით, რომელიც გლიკოკალიქსითაა შევსებული. ეპიდერმისის უჯრედებში დესმოსომებზე მთავრდება ეპითე­ლური ძაფები – ტონოფიბრილები, რომელთა მეშვეობითაც იქმნება ფენის მექანიკური სიმტკიცე. დესმოსომების სახესხვაობაა ტერმინა­ლური ზღუდარები ციტოპლაზმური მემბრანის სპეციალიზებული უბნები ნაწლავების, თირკმელებისა და სხვა ეპითელიუმის უჯრედების აპიკალური ნაწილების გვერდითი ზედაპირების კონტაქტის ადგილებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) დესმოსომები – (ბერძ. desmos კავშირი + soma სხეული) სტრუქტურები, რომლებიც უზრუნველყოფენ მრავალუჯრედიან ორგანიზმებში უჯრედებს შორის კავშირებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა