დეცერებრაციული რიგიდობა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დეცერებრაციული რიგიდობა – (ლათ. წინსართი de – , ამოკვეთა, განადგურება + cerebrum თავის ტვინი) კუნთოვანი ტონუსის მკვეთრი მომატება, რაც იწვევს კიდურების, კისრის, ზურგის გაშლას ან მოხრას. ვითარდება შუა ტვინის სახურავის დაზიანების (მისი ზეწოლა სიმსივნით, აბსცესით, ჰემატომით), ასევე ტვინის უფრო ფართო დაზიანებების დროს: თავის ტვინის სისხლძარღვების სხვადასხვა ეტიოლოგიის დაზიანების, მენინგიტის, ენცეფალიტების, ტრავმების, ტვინის წყალმანკის, ტოქსიკური ენცეფალოპათიების, ჰიპოქსიური მდგომარეობების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook