დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი – დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანების დროს. ვლინდება ვეგეტატიური, ენდოკრინული, ცვლითი და ტროფიკული დარღვევებით, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული უშაქრო დიაბეტის სიმპტომთკომპლექსით, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციით, კახექსიით, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფიითა და ლაქტორეა – ამენორეით. საჭიროა აღინიშნოს გაუმართლებელი ტენდენცია დიენცეფალური სინდრომის ჰიპერდიაგნოსტიკისა: სინამდვილეში ავადმყოფთა უმრავლესობას აღენიშნებათ დეპრესია ან ნევროზი გამოხატული ვეგეტატიური დარღვევებით. ამ უკანასკნელთა შორის სხვებზე უფრო ხშირად გვხვდება ე. წ. პანიკური შეტევები: უეცრად განვითარებული გულის ფრიალი, შემცივნება, ზოგჯერ სუნთქვის დარღვევები, პაროქსიზმებს თან ახავს სიკვდილის შიში და ჩვეულებრივ მთავრდება უხვი მოშარდვით, ზოგჯერ ფაღარათით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook