დიზურია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიზურია – (ბერძნ. dysuria  დის… და uron – შარდი), შარდვის მოშლა. საშარდე ბუშტიდან შარდის გამოსვლის გაძნელება. დიზურიას ჩვეულებრივ იწვევს შარდსადენის ანთება, მისი დაცობა კენჭით, გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის, ჰემატომის ან სიმსივნის დაწოლა შარდსადენზე, აგრეთვე ფუნქციური მოშლილობა ნერვული სისტემის დაავადებათა დროს (მაგ. სპაზმი). [“1”] დიზურია – შარდის გამოყოფის დარღვევების საერთო სახელწოდება, მათ შორის შარდის ბუშტიდან შარდის გამოყოფის გაძნელება შარდსადენის ზეწოლის, დაცობის, ან სპაზმის შედეგად, ასევე მტკივნეული და გახშირებული შარდვა. სიმპტომია სხვადასხვა დაავადებების.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..