დიპლონემა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიპლონემა – (diplonema ბერძნ.diploos – ორმაგი და nema – ძაფი) პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოციტების მეიოზის პროფაზის სტადია, რომელიც პაქინემის მომდევნოა და რომლის დროს იწყება ქრომატიდების დაცილების პროცესი შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრო­მოსომებში. ამის შედეგად ჰომოლოგიური ქრომოსომების წყვი­ლები (ბივალენტები) ოთხი ქრომოსომისაგან შედგენილი აღმოჩნდებიან და მათ უკვე ტეტრადები ეწოდება. ამავე დროს, იქმნება ხიაზმების ფიგურები, როცა ქრომატიდების ბოლოები სცილდება ერთიმეორეს, ხოლო მათი ცენტრალური უბნები ცენტრომერის არეში ჯერ კიდევ შეერთებული რჩება. როგორც წესი, ტეტრადის ოთხი ქრომატიდისაგან ორი ჯვარედინად გადადის ერთ – ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომიდან მეორეში. ხიაზმების შემდგომი გახლეჩა იწვევს ჰომოლოგიურ ქრო­მოსომებს შორის სეგმენტების გაცვლას (იხ.კროსინგოვერი). დიპლო­გენური სტადია, ანუ ორმაგი ძაფების სტადია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook