დიუშენის დაავადება

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიუშენის დაავადება – (G. B. A. Duchenne ფრანგი ნევროპათოლოგი) ქვემწვავე პროგრესირებადი პოლიომიელიტი, რომელიც ვლინდება ატროფიული დამბლების განვითარებით; განაპირობებს ზურგის ტვინის დაზიანება, პროცესის შემდგომი გავრცელებით ბულბურ და თავის ტვინის ღეროს სხვა ნაწილებში. გვხვდება საკმაოდ იშვიათად; უფრო ხშირად ავადდებიან მამაკაცები. დაავადება იწყება 40 – 50 წლის ასაკში და ვლინდება დუნე, ატროფიული პარეზებით, დამბლებით; პროცესი შესაძლოა დაიწყოს ზედა კიდურების დაზიანებით, რასაც მოჰყვება ქვედა კიდურების დაზიანებაც; შემდგომში პროცესში ერთვება კისრისა და ტანის კუნთებიც. დაავადების პროგრესირებასთან ერთად ვლინდება სასუნთქი მუსკლატურის დაზიანებებიც, ასევე ბულბური დამბლის სიმტომები. დაავადება განუხრელად პროგრესირებს. მძიმე შემთხვევებში სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატება 1 – 3 წელს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook