დვრილების ნახეთქები

დვრილების ნახეთქები (მეან.) ჩვეულებრივ ვითარდება ძუძუთი კვების პერიოდში. ნახეთქების წარმოქმნას ხელს უწყობს ძუძუთი კვების არასწორი ტექნიკა, როდესაც ბავშვი დვრილს პირში იდებს დვრილის გარშემო რგოლის გარეშე (ძუძუთი კვების სწორი ტექნიკა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის ძუძუზე მიყვანის პირველ დღეებში). ნახეთქების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდირებულია ორსულობის პერიოდში სარძევე ჯირკვლების მომზადება ძუძუთი კვებისთვის (იხ. ,,ორსულთა ჰიგიენა’’).


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!