დიენცეფალურ – ჰიპოფიზური კახექსია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიენცეფალურ – ჰიპოფიზური კახექსია – (სიმონდსის დაავადება) დაავადება, რომელიც განპირობებულია ჰიპოფიზის წინა წილის ფუნქციის დაქვეითებით, მისი სიმსივნის ან იშემიური ნეკროზის (რომელიც ზოგჯერ დაკავშირებულია ორსულობასთან) გამო. ცნობილია ჰიპოფიზური  უკმარისობა, რომელიც ვითარდება ტრამვის ფონზე. ავადდებიან უხშირესად ქალები. სიმპტომები. დამახასიათებელია განლევა, რომელსაც თან სდევს დისტროფიული ცვლილებები, აგრეთვე ჩივილები გულისა და სხვა შინაგანის ორგანოების მხრიდან. ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, აპათიას, უმადობას. აღინიშნება კანის განლევა, თვალის გარშემო ნაოჭები, თმის ცვენა, არტერიული ჰიპოტონია. დამახასიათებელია სასქესო ფუნქციების დარღვევები. იცვლება სხვადასხვა ლაბორატორიული მაჩვენებლები; სისხლის შრატში კლებულობს ჰემოგლობინის, გლუკოზის და ა.შ. დონე. ძირითადი ცვლა შეიძლება 2 – ჯერ შემცირდეს. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ნერვულ ანორექსიასთან, რომელიც გვხვდება ფსიქონევროზით დაავადებულ გოგონებში. ასეთ ავადმყოფებს, როგორც წესი, არ აღენიშნებათ თმის ცვენა, ამენორეა, ყურადღებას იპყრობს აშკარა ფსიქიკური ცვლილებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა