დიპლოიდია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დიპლოიდია – (diploidia ბერძნ.diploos – ორმაგი) უჯრედებში ჰო­მომლოგიური ქრომოსომების წყვილების მთლიანი ნაკრების არსე­ბობა. ყოველ ასეთ წყვილში ერთ – ერთი ჰომოლოგიური ქრომოსომა ატა­რებს გენეტიკურ ინფორმაციას მამრობითი ხაზით, მეორე კი – მდედრო­ბითი ხაზით და შესაბამისად ისინი წარმოიქმნებიან მამრობითი ან მდედ­რობითი სასქესო უჯრედებიდან. უჯრედები ქრომოსომების დიპლოი­დური ნაკრებით (ორმაგი, მთლიანი, ანუ შეწყვილებული) შეიცავს ჰაპ­ლოიდური ქრომოსომების ორ ნაკრებს. ქრომოსომების დიპლოიდური შემადგენლობა ახასიათებს ზიგოტას და ყველა სომატურ უჯრედს, ანე­უპ­ლოიდური, პოლიპლოიდური და ჰაპლოიდური უჯრედების გარდა. დიპლოიდიას აღნიშნავენ სიმბოლოთი 2ტ. ადამიანის დიპლოიდური რიცხვია 46 ქრომოსომა. ტერმინი „დიპლოიდია“ შემოიღო სტრას­ბურგერმა (1905). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა