დისპიტუიტარიზმი პუბერტატული

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

დისპიტუიტარიზმი პუბერტატული – (dyspituitarismus; ბერძ. dys – მოშლა + ლათ. Pituitaria ჰიპოფიზი) ნეიროენდოკრინული სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის ასაკობრივ ცვლილებებთან და ხასიათდება ჰიპოთალამუსის, ჰიპოფიზისა და სხვ. ენდოკრინული ჯირკვლების ფიზიოლოგიური აქტივობის გადახრებით. დაავადების ეტიოლოგიურ ფაქტორებს მიეკუთვნება ინფექციები, ტონზილექტრომია, თავის ტრავმა, სქესობრივი ცხოვრების დასაწყისი, ფიზიკური დატვირთვის მკვეთრად შემცირება და სხვ. დისპიტუიტარიზმის მიმდინარეობა, როგორც წესი, კეთილთვისებიანია. ავადმყოფები უჩივიან ჭარბ წონას, თავის ტკივილს, ადვილად დაღლას, მომატებულ მადასა და გაძლიერებულ წყურვილს, სარძევე ჯირკვლების გადიდებას. გოგონებისათვის დამახასიათებელია გასუქების ,,ქვედა” ტიპი, კარგად განვითარებული მეორადი სასქესო ნიშნები, ზომიერი ჰირსუტიზმი; ბიჭებში აღინიშნება სიმსუქნე, ფართო, ,,ქალური” მენჯი, ევნუქოიდური აგებულება ნორმალური სქესობრივი განვითარების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა