დიურანის დაავადება

დიურანის დაავადება – მწვავე ინფექციური (ვირუსული) დაავადება; მიმდინარეობს ორი კვირა, ორი პერიოდით, პირველი პერიოდის ნიშნებია: მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, პირღებინება, ფაღარათი, ნევრალგიები. მეორე პერიოდში: ტემპერატურის ახალი ტალღა, კონიუქტივიტი, პაპულოზურ – ლაქოვანი გამონაყარი, ლორწოვანი გარსების გაღიზიანება. გამოსავალი კარგი. [“3”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..