დიცენტრული ქრომოსომები

დიცენტრული ქრომოსომები – (chromosomata dicentralia ბერძნ.di – ორი და იხ.ცენტრომერა) ორცენტრომერიანი ქრომოსომები შეიძლება წარმოიქმნას შეპირისპირებით შეერთებული ორი ქრომატიდისაგან მათგან ტელომერული უბნების მოწყვეტის შემდეგ. მიტოზის დროს დიცენტრული ქრომოსომები ჩვეულებრივ ანაფაზურ ხიდს ქმნის, ვინაიდან მათი ცენტრომერები სხვადასხვა პოლუსისაკენ მიდის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.