ეგზანთემა უეცარი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეგზანთემა უეცარი – (exanthema subitum; სინ.: უეცარი ერითემა, მეექვსე დაავადება) ადრეული ასაკის ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადება; დამახასიათებელია ტემპერატურის მომატება და ლაქოვანი გამონაყრის გაჩენა; ეტიოლოგია ცნობილი არ არის. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 3 – 7 დღეს, ზოგჯერ 17 დღემდე. დაავადება ხასიათდება ტემპერარტურის უეცარი მომატებით 39 – 400 – მდე, ზოგადი მდგომარეობის შედარებით ნაკლები დაზიანებით. ბავშვებს აღენიშნებათ მოუსვენრობა, უძილობა, მადის დაქვეითება, ზოგჯერ ფაღარათი. მაღალი ტემპერატურის დროს ადრეული ასაკის ბავშვებს შესაძლოა განუვითარდეთ კრუნჩხვები. მე – 4 დღეზე ტემპერატურა მკვეთარად ეცემა. თითქმის ერთდროულად ჩნდება გამონაყარი ღია ვარდისფერი ლაქების სახით, თავდაპირველად ზურგზე, შემდეგში კი ვრცელდება მუცელზე, გულმკერდზე, კიდურების გამშლელ ზედაპირებზე. სახეზე გამონაყარი თითქმის არ არის. 2 – 3 დღის შემდეგ გამონაყარი ქრება, პიგმენტაციას არ ტოვებს. შესაძლოა აღინიშნებოდეს სუსტად გამოხატული კატარული მოვლენები, ზოგჯერ ლიმფური კვანძებისა და ელენთის გადიდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა