დეჰიდრატაცია

დეჰიდრატაცია – 1. იგივეა, რაც ორგანიზმის გაუწყლოვნება; 2. მკურნალობა, რომელიც მიმართულია შეშუპებების შემცირებისაკენ – ოსმოსური დიურეტიკების, სალურეტიკების და სხვ. პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობენ სითხის გამოსვლას უჯრედშორისი სივრციდან.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი