ეზოფაგოსტომოზი

ეზოფაგოსტომოზი – (oisophagostomosis) ჰელმინთოზი ნემატოზების ჯგუფიდან; დამახასიათებელია ნაწლავის, ძირითადად კი მსხვილი ნაწლავის დაზიანება. გამომწვევია ეზოფაგოსტომები. ადამიანის დასნებოვნება ხდება საკვებში ხილისა და ბოსტნეულის გამოყენებით, რომლებზედაც ეზოფაგოსტომების ლავრებია. განასხვავებენ დაავადების ორ პერიოდს: ადრეული ლარვული, რომლის დროსაც ხდება ლარვების ჩანერგვა ნაწლავის კედელში და გვიანი, იმაგინალური, ანუ ჰელმინთის პარაზიტობის პერიოდი მსხვილი ნაწლავის სანათურში. ლარვული პერიოდისათვის დამახასიათებელია მადის დაქვეითება, სისუსტე, აპათია, ტკივილები მუცელში, დიარეა; იმაგინალური პერიოდი ხშირად მიმდინარეობს კლინიკური გამოვლინებების გარეშე, შესაძლოა აღინიშნებიდეს დიარეა. ყველაზე უფრო ხშირ გართულებებს წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის ინვაგინაცია ან ობტურაცია, პარაზიტული ცისტების ლოკალიზაციის დონეზე.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

Share this...Share on Facebook
Facebook