ელექტროკარდიოგრამა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტროკარდიოგრამა – (ეკგ) (ელექტრო…, კარდიო… და გრამა), გულის მუშაობის დროს გულის კუნთში აღძრული ელექტრული იმპულსების გრაფიკული გამოსახულება. ელექტროკარდიოგრამისთვის იყენებენ განსაკუთრებულ ხელსაწყოს – ელექტროკარდიოგრაფს. ელექტროკარდიოგრამა წარმოდგენას იძლევა გულის კუნთის სხვადასხვა მონაკვეთში აღგზნების წარმოშობის, გავრცელებისა და ელექტრული აქტივობის ჩაქრობის პროცესზე. იხ. აგრეთვე ელექტროკარდიოგრაფია. ნ. ემუხვარი.[“1”] ელექტროკარდიოგრამა – გულში აღმოცენებული ელექტრული პოტენციალების გრაფიკული გამოსახვა სპეციალური ხელსაწყოს, ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook