ელექტროკარდიოგრაფია

ელექტროკარდიოგრაფია – (ელექტრო…, ბერძნ. kardia – გული და grapho – ვიწერ), გულში აღმოცენებული ელექტრული მოვლენების რეგისტრაციის მეთოდი. გულის ბიოდენები პირველად ჩაიწერა ა. უოლერმა (Waller) 1887. ელექტროკარდიოგრაფიის მეთოდი 1903 დაამუშავა და დანერგა ვ. ეინტჰოვენმა. გულის მუშაობის ციკლის დროს კუნთში ჩნდება ელექტრული პოტენციალები, რომლებიც კუნთის ყოველი შეკუმშვისას და გაშლისას კანონზომიერად იცვლება.


საქართველოდან ბევრი მიმართავს უცხოურ კლინიკებს, დიაგნოზის გადასამოწმებლად, კონსულტირებისა და თუ აუცილებელია – სამკურნალოდაც. განსაკუთრებით ხშირია დიაგნოზის გადამოწმება. უცხო ქვეყნების სამედიცინო ინფრასტუქტურაში გარკვევა, კლინიკებისა და ექიმების არჩევა, რომლებიც ყველაზე უკეთ და მისაღებ ფასებში გადაჭრიან თქვენს პრობლემებს, საკმაოდ რთულია. ამაში დაგეხმარებიან სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული ფირმები. შეკითხვები უნდა გააგზავნოთ სპეციალური ფორმიდან. საკონტაქტო ფორმაზე გახვალთ ამ ტექსტზე დაკლიკებით. წერილს მიიღებენ სამედიცინო ტურიზმის წამყვანი ფირმები. პირველი შეკითხვაზე პასუხი უფასოა. ენა ქართული. შეეცადეთ შეკითხვა და თქვენი მდგომარეობა ჩამოაყალიბოთ ზუსტად: რა პრობლემა გაქვთ და რა მოთხოვნები გაქვთ კლინიკის მიმართ.


ამ პოტენციალების რეგისტრაცია ხდება ელექტროკარდიოგრამის სახით მოძრავ ფოტოფირზე ან ქაღალდზე სპეციალური ხელსაწყოს – ელექტროკარდიოგრაფის საშუალებით. ნორმალურ ელექტროკარდიოგრამაზე p კბილი ასახავს წინაგულების აგზნებისას წარმოშობილ იმპულსს, p – Q ინტერვალი – აგზნების გატარების დროს წინაგულებიდან პარკუჭებამდე. QRS კომპლექსი – აგზნების გავრცელებას პარკუჭებში T კბილი – გულის კუნთში აგზნების პროცესის ჩათავებას.

ელექტროკარდიოგრაფია მნიშვნელოვანი დამხმარე მეთოდია გულის მუშაობის ისეთ მოშლილობათა სადიაგნოსტიკოდ, როგორიცაა რიტმის სხვადასხვაგვარი დარღვევა (ექსტრასისტოლია, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმული ტაქიკარდია, გამტარებლობის დარღვევა და სხვ.), გულის კუნთის ინფარქტი, სტენოკარდია, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, მიოკარდიტი, გულის კუნთის დისტროფია. სხვადასხვა პოზიციაში გადაღებული ელექტროკარდიოგრამა წარმოდგენას იძლევა გულის ელექტრული ღერძის სივრცობრივ მიმართულებაზე, ცვლილებებზე წინაგულებსა და პარკუჭებში, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი დაავადებების დასადგენად, როგორიცაა ჰიპერტონული დაავადება, გულის მანკი, ფილტვის ქრონიკული დაავადებანი და სხვ. ნ. ემუხვარი [“1”]. გადასვლა >ანალიზები, დიაგნოსტიკა


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

.

Share this...Share on Facebook
Facebook