ელექტრონული მიკროსკოპია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ელექტრონული მიკროსკოპია – ციტოლოგიური ანალიზის მეტად მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელიც ელექტრონული მიკროსკო­პების მეშვეობით ხორციელდება. სინათლის მიკროსკოპებისაგან განსხვავებით, ელექტრონული მიკროსკოპები ემყარება ობიექტის გასაშუქებლად არა სინათლის სხივების, არამედ ელექტრონების კონების გამოყენებას. ელექტრონული კონის ელექტრომაგნიტური ტალღის სიგრძე 100 000 – ჯერ მოკლეა ხილული სინათლის ტალღებზე.ამასთან დაკავშირებით, ელექტრონული მიკროსკოპების ხედვის უნარი ასჯერ და ათასჯერ მეტია ჩვეულებრივი ოპტიკური მიკროსკოპების ხედვით უნართან შედარებით. თანამედროვე ელექტრონული მიკროსკოპების ხედვის უნარი 5 – 10 Ao – ია. ამჟამად მიღებულია 1,2 Ao ხედვის უნარიანი სურა­თები. ელექტრონულმა მიკროსკოპიამ შესაძლებელი გახადა უჯრე­დის მრავალი, წინათ უცნობი, მემბრანული და გრანულური სტრუქტუ­რის (ერგასტოპლაზმა, რიბოსომები, ლიზოსომები და სხვ.) გამოვლინება, აგრეთვე უჯრედის მრავალი ნაწილის ულტრასტრუქტურის მნიშვნე­ლო­ვანი დაზუსტება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook