ენდოპლაზმური ბადე

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენდოპლაზმური ბადე – (rete endoplasmicum) უჯრედის ორგანოიდი, რომელიც წარმოდგენილია a – და b – ციტომემბრანებით შემოსაზღვრული სუბმიკროსკოპული არხების, მილაკების, მომრგ­ვალო ან მოგრძო ბუშტუკებისა და გაბრტყელებული პარკების განტოტ­ვილი სისტემით. არჩევენ ორი ტიპის ენდოპლაზმურ ბადეს: 1. გრანუ­ლურ ანუ მქისე ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც შედგება ფ – ციტო­მემბრანებისა, ანუ პარავეზიკულური მემბრანებისაგან მრავალრი­ცხოვანი რიბო­სომებით გარეთა ზედაპირზე და 2. აგრანულურ ანუ გლუვ ენდოპლაზმურ ბადეს, რომელიც შედგება ი – ციტომემბრანების ანუ მეტა­ვეზიკულური მემბრანებისაგან, რომლებიც რიბოსომებს არ შეი­ცა­ვენ. ენდოპლაზმური ბადის ამ სახესხვაობებიდან პირველს უწოდებენ ერგასტოპლაზმას . ენდოპლაზმური ბადის მილაკებისა და ბუშ­ტუკების დიამეტრი 100 Ao – დან 0,1 მკ – მდე ფარგლებში ცვალე­ბადობს. მათი ღრუები, რომელთაც ცისტერნები ეწოდება, ავსებულია არასაკმაოდ შესწავლილი ქიმიური შედგენილობის ჰომოგენური ნივ­თიერებით. ენდოპლაზმური ბადე ასრულებს მნიშვნელოვან როლს უჯრედის სიცოცხლეში: ის განსაზღვრავს ციტოპლაზმაში ცირკულაციურ დინებებს და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის რეაქციებში, ვინაიდან მის მემბრანებზე განლაგებულია მრავალრიცხოვანი ფერ­მენტული სისტემები. ცილების სინთეზის ცენტრებია რიბოსომები, რომლებიც ამ ორგანოიდის მემბრანებთან მჭიდროდ არიან და­კავშირებული. ენდოპლაზმური ბადის სტრუქტურული კომპონენტების ფორმა, ზომები და ურთიერთგანლაგება სპეციფიურია თითოეული ტიპის უჯრედებისათვის, მაგრამ მათი ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით შეიძლება ძლიერ იცვლებოდეს. ენდოპლაზმური ბადე უჯრედის სულ მცირე დაზიანებაზე ძლიერ სწრაფად რეაგირებს. ტე­რმინი „ენდოპლაზმური ბადე“ შემოიღეს პორტერმა და კალმანმა (1952). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook