ენტროპია

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენტროპია – (ინტ.) entropy ინფორმაციის თეორიის ფუნდამენტური ცნება, რომელიც საინფორმაციო სისტემის შინაგანი მოუწესრიგებლობის ზომას განსაზღვრავს. ჩაკეტილი სისტემის ენტროპიას და მოუწესრიგებლობას ყოველთვის ზრდის ტენდენცია გააჩნია; თუ სისტემა, ვთქვათ, ლოკალური ქსელი, ჩაკეტილი არაა და ერთის მხრივ, ურთიერთქმედებს მომხმარებლებთან და მეორე მხრივ ინტერნეტთან, მისი ენტროპია ზრდის ნაცვლად შეიძლება შემცირდეს და ნიშანიც კი შეიცვალოს; რადგან ენტროპია, თავისი განმარტებით, არსობრივად დადებითი ინტეგრალური (არაკლებადი) სიდიდეა, ასეთ შემთხვევაში, (ლ. ბრილიუენის თანახმად), პირობითად თვლიან, რომ სისტემაში უარყოფითი, ნეგენტროპიული პროცესი, ანუ ინფორმაციის მიღების პროცესი მიმდინარეობს, რაც ამცირებს სისტემის შინაგანი მოუწესრიგებლობის დონეს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook