ენცეფალიტი ტკიპისმიერი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ენცეფალიტი ტკიპისმიერი – თავის ტვინის ანთებითი დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდება. ხშირად ინფექციური ხასიათისაა. გამოყოფენ პირველად და მეორად ენცეფალიტებს. პირველად ენცეფალიტს საფუძვლად უდევს ინფექციური აგენტის (ვირუსები, იშვიათად მიკოპლაზმები, რიკეტსიები, სპიროქეტები და სხვ.) შეღწევა ჰემატოენცეფალური ბარიერის გავლით და უპირატესად თავის ტვინის რუხი ნოვთირების დაზიანება. ზოგჯერ ენცეფალიტი დაკავშირებული არაა ინფექციასთან (მაგ. შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები). მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ მწვავე ენცეფალიტებს, რომელთა დროს დაავადების სიმპტომატიკა პიკს აღწევს რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვემწვავე, რომელიც პროგრესირებს რამდენიმე კვირის, ზოგჯერ თვის განმავლობაში, და ქრონიკული, რომელიც პროგრესირებს მრავალი თვის ან რამდენიმე წლის განმავლობაში. მწვავე ენცეფალიტის დროს ზოგადი ინფექციური და მენინგეალური სიმპტომების ფონზე ვლინდება თავის ტვინის დაზიანების ნიშნები: ცნობიერების დაბინდვა ან დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ფსიქიკური დარღვევები, ეპილეფსიური გულყრები, ასევე ნერვული სისტემის კეროვანი დაზიანების სიმპტომები. ქვემწვავე და ქრონიკული ენცეფალიტების დროს აღინიშნება პროგრედიენტული მიმდინარეობა დემენციის, პარეზების, ექსტრაპირამიდული დარღვევების და სხვ. განვითარებით. მკურნალობა ტარდება ინტენსიური თერაპიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook