ეოზინოფილები

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეოზინოფილები – (eosinophiliae იხ.ეოზინოფილია) სისხლის უფერო უჯრედები, რომელთა ციტოპლაზმა შეიცავს მარცვლოვანებას, რომელიც ინტენსიურად იღებება ეოზინით წითლად ან ვარდისფრად. ეო­ზინოფილები ბაზოფილურ და ნეიტროფილურ ლეიკოციტებთან ერთად­ ეკუთვნის მარცვლოვან ლეიკოციტებს, ანუ გრანულოციტებს . ისინი ვითარდებიან ძვლის წითელ ტვინში, გაივლიან რა ჰემოცი­ტობ­ლასტის, პრომიელოციტის, მიელოციტის და მეტამიელოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) ეოზინოფილები – ლეიკოციტების ერთ – ერთი სახე; მონაწილეობენ ორგანიზმის ალერგიულ რეაქციებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook