ეპიკონუსის სინდრომი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპიკონუსის სინდრომი – (syndromum epiconicum: ბერძ. epi ზე + ანატ. Conus medullaris ტვინის კონუსი) ტერფების სიმეტრული პერიფერიული პარეზების შერწყმა აქილევსის რეფლექსის არარსებობასთან, ბარძაყის უკანა გარეთა ზედაპირის, წვივის, ტერფის გარეთა კიდის მგრძნობელობის დისოციაციურ დარღვევებთან, მამაკაცებში – ერექციის მოშლასთან; გამოწვეულია ზურგის ტვინის გავის I და II სეგმენტების დაზიანებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook