ეპიფიზი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეპიფიზი – (epiphysis cerebri / glandula pinealis / ბერძნ.epi – ზევით ლათ.pinea – ნაძვის გირჩი და glandula – ჯირკვალი) ენდოკრინული ჯირკვალი, მონაწილეობს რითმული ხასიათის ენდოკრინულ ფუნქცია­თა რეგულაციაში. შედგება ორი ტიპის უჯრედებისაგან: პინეალოცი­ტებისა და ნეიროგლიური უჯრედებისაგან; შეიცავს ბიოგენურ ამინებს (სეროტონინი) და აგრეთვე ვაზოპრესინსა და ანტიგონადოტროპინს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)ეპიფიზი – 1. ჯალღუზისებრი სხეული – ორგანო რომელიც მოთავსებულია შუმადებარე ტვინში. გამოიმუშავებს ბიოლოგიურად აქტიურ ნვთიერებას მელატონინს, არეგულირებს სასქესო ჯირკვლების განვითარებასა და მათ მიერ ჰორმონების სეკრეციას, ასევე თირკმელზედა ჯირკვლების მიერ კორტიკოსტროიდების გამომუშავებას; 2. გრძელი ლულისებრი ძვლების სასახსრე ბოლო.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook