ერითროციტები

ერითროციტები – (erythrocyti ბერძნ.erythros – წითელი და cytos – უჯრედი) სისხლის უბირთვო უჯრედები, რომლებსაც შესწევთ უნარი, გადაიტანონ ჟანგბადი ფილტვებიდან ქსოვილებში მათ ციტოპლაზმაში სასუნთქი პიგმენტის – ჰემოგლობინის დაგროვების მეოხებით. ეს უჯრედები ვითარდება ძვლის წითელ ტვინში ჰემოციტობლასტებიდან, გაივლის რა პროერითრობლასტის, ერითრობლასტის, ნორმობლასტის, რეტიკულოციტის სტადიებს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გაფრთხილება!

.

 

Share this...Share on Facebook
Facebook