ექინოკოკი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექინოკოკი – (Echinococcus granulosus), ცხოველი თასმისებური ჭიების კლასისა. სქესმწიფე ექინოკოკის სიგრძეა 2 – 8 მმ . თავზე ორი წყება კაუჭებით შეიარაღებული ხორთუმი აქვს. სხეული შედგება 3 – 4 პროგლოტიდისაგან. ლარვას ბუშტის ფორმა აქვს და ამოვსებულია შუამავალი მასპინძლეს სისხლიდან გამოყოფილი სითხით. ექინოკოკი სქესმწიფე სტადიის დროს პარაზიტობს მტაცებლების (ძაღლი, მგელი, ტურა) წვრილ ნაწლავში, ლარვული სტადიის დროს ძირითადად შუამავალი მასპინძლის (ჩლიქოსნები, ადამიანი) ღვიძლსა და ფილტვებში, შესაძლებელია ყველა შინაგან ორგანოსა და ქსოვილში, გარდა საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა. დეფინიტური (ძირითადი) მასპინძლის ექსკრემენტთან ერთად ექინოკოკის კვერცხებით ბინძურდება ნიადაგი, წყალი, მცენარეულობა და თვით ცხოველიც. კვერცხი სხვადასხვა გზით ხვდება შუამავალი მასპინძლის პირში და შემდეგ კუჭში, სადაც თავისუფლდება გარსისაგან. კვერცხიდან გამოსული ჩანასახი (ონკოსფერა) გადადის ნაწლავში, აქედან სისხლში ან ლიმფურ სისტემაში და სისხლის ნაკადით ამა თუ იმ ორგანოში ხვდება. ექინოკოკი იწვევს ექინოკოკოზს, რომელიც შუამავალ მასპინძელს უმთავრესად ძაღლისაგან, იშვიათად კი მგლისაგან შეეყრება. [“1”] ექინოკოკი – პარაზიტული, ლენტისებტი ჭია, სიგრძით 2,5 – 5,5 მმ. მისი ზრდასრული ფორმები ცხოვრობენ ძაღლებისა და სხვ. ცხოველების ნაწლავებში. ლარვისებრი ფორმა ბინადროს ადამიანისა და ცხოველის ღვიძლში, ფილტვებში და იწვევს დაავადებას – ექინოკოკოზს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook