ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექსუდაციური მრავალფორმიანი ერითემა – (კანისა და ვენ. დაავ.) სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის, მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადება. უხშირესად ვლინდება გაზაფხულსა და შემოდგომაზე. არც თუ იშვიათად წარმოადგენს სიმპტომატურ დაავადებას, როგორც გრიპის, რევმატიზმის, ანგინის, კუჭ – ნაწლავის დაავადებების გამოვლინებას. სიმპტომები. მტევნების ზურგზე, წინამხრებზე, ტერფებზე, სასქესო ორგანოებზე, პირის ღრუში, ტუჩებზე ჩნდება მოცისფრო ელფერის მოვარდისფრო – წითელი ფერის ლაქოვან – პაპულოზური გამონაყარი. იზრდებიან რა პერიფერიაზე, ცენტრში ხდება მათი ჩაზნექვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება ვარდისფერი არშიით გარშემორტყმული რგოლები. მძიმე შემთხვევებში წარმოიქმნება ჰემორაგიული შიგთავსით სავსე ბუშტუკები. ლოკალიზაციიდან გამომდინარე სუბიექტური გამოვლინებები გამოიხატება ყლაპვის გაძნელებით, წვის შეგრძნებით, სახსრების ტკივილებით, ზოგადად შეუძლოდ ყოფნით. პირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე ლოკალიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ერითემის დიფერენცირება დურინგის დაავადებისგან, ბუშტოვნებისგან, მეორადი სიფილისისგან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook