ექსუდაციური შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ექსუდაციური შუა ოტიტი – წარმოიქმნება სასმენი მილის სადრენაჟო ან ვენტილაციური ფუნქციის ხანგრძლივი დარღვევის შედეგად, რომელიც ვითარდება ცხვირის, ცხვირის დანამატი წიაღების და ხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, გრიპის, მწვავე რესპირატორულ – ვირუსული ინფექციის, ალერგიის, ასევე ანტიბიოტიკების არარაციონალური გამოყენებისას მწვავე შუა ოტიტის მკურნალობის დროს. ამ შემთხვევებში დაფის ღრუ შეიცავს ექსუდატს, რომელიც დაავადების მწვავე სტადიაში თხიერია, ქრონიკულში – წებვადი და სქელი. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება, ყურის დაცობის, მასში სითხის გადასხმის შეგრძნება. ოტოსკოპიურად დაფის აპკი შემღვრეული, ჩაზნექილია. არაიშვიათად ჩანს სითხის დონე. მკურნალობა. მწვავე სტადიაში – კონსერვატული – ანტიბაქტერიული თერაპია, პოლივიტამინები, მადესენსიბილიზებელი თერაპია (ჩვენების მიხედვით), ცხვირში სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები, თბილი კოპრესი ყურზე, სოლუქსი, ლიდაზის ან ქიმოტრიფსინის ენდაურული ელექტროფორეზი, ყურებში ჩაბერვა. ეფექტის არარსებობისას ტარდება ტიმპანოპუნქცია დაფის აპკის უკანა ქვედა კვადრანტში, ექსუდატის ამოქაჩვით. ქრონიკულ სტადიაში ადჰეზიური შუა ოტიტის თავიდან აცილების მიზნით მნიშვნელოვანია სასმენი მილის გამავლობის აღდგენა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..