ევქრომატული ქრომოსომების რაიონები

ევქრომატული ქრომოსომების რაიონები – (regiones euchromatini chromosomatum იხ.ეუქრომატინი) ქრომოსომების აქტიური უბნები, რომლებიც შეიცავენ გენების მთელ ძირითად კომპლექსს. ინტერფაზურ ბირთვებში ქრომოსომების ეუქრომატული რაიონების დაკარგვა მუტაგენური ფაქტორების მოქმედების დროს უჯრედების დაღუპვას იწვევს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.