ეკვიპოტენციონალიზმი

ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ეკვიპოტენციონალიზმი – (ლათ. aequus – თანაბარი, potentia – ძალა) მიმართულება ნეიროფიზიოლოგიაში, კლინიკურ ნევროლოგიაში, ნეიროფსიქოლოგიაში, რომელიც ამტკიცებს, რომ ზოგიერთი უმაღლესი ფსიქიკური პროცესების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ დიდი ჰემისფეროების ყველა ნაწილების ფუნქციონირებისას. წარმოადგენს ლოკალიზაციონიზმის საპირისპიროს, რომელიც ამტკიცებს, რომ ყოველი ფუნქცია ლოკალიზებულია თავის ტვინის გარკვეულ უბანში და ტვინის დაზიანების სიმპტომები დამოკიდებულია მხოლოდ დაზიანების ლოკალიზაციაზე. უფრო ვიწრო გაგებით, ეკვიპოტენციონალიზმის ქვეშ იგულისხმება კონცეფცია, რომლის თანახმადაც ტვინის სისტემის ამა თუ იმ ნაწილმა, მაგ. მხედველობითმა, ტვინის დაზიანებისას შესაძლებელია საკუთარ თავზე აიღოს სხვა ფუნქცია, რომელიც ნორმაში სრულდება ამ სისტემის სხვა ნაწილებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა